„ჩაკი“ საერთაშორისო გამოფენაზე — PETZOO EURASIA 2026
2026 წლის 7–9 ოქტომბერს, კომპანია Globalina Expo-ს მოწვევით, ვეტერინარული კლინიკა „ჩაკის“ წარმომადგენლები სტამბულში საერთაშორისო გამოფენას — PETZOO EURASIA 2026-ს ვესტუმრეთ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შინაური ცხოველების საკვები, ვეტერინარული პრეპარატები, სამედიცინო აღჭურვილობა, კატის ტუალეტის შემავსებლები, ჰიგიენისა და მოვლის საშუალებები და მრავალფეროვანი აქსესუარები.
ვიზიტმა შესაძლებლობა მოგვცა, გავცნობოდით სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციასა და სფეროს სიახლეებს. მიღებული გამოცდილება გვეხმარება, უკეთ შევაფასოთ ჩვენი კლინიკისა და პეტშოპის ასორტიმენტის განვითარების შესაძლებლობები თქვენი ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.
მადლობას ვუხდით Globalina Expo-ს მოწვევისა და მასპინძლობისთვის!